Truly, the most romantic island in the world. From the dramatic scenery to the privacy and amenities of the overwater bungalows, everything in Bora Bora equals a 10 on the romance scale. Resorts have been welcoming couples for over 40 years and their special amenities have been fine tuned to perfection. From sunrise to sunset, each resort has designed their own blend of unique romantic experiences for their guests to choose from.

მიმდინარე პროექტები

Print

მიმდინარე პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს  საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება „GIZ“-ის დაკვეთით, დედოფლისწყაროში ქარსაფარიზოლების აღდგენას ითვალისწინებს.

"GIZ"-ი გერმანიის ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი მოქმედების არეალი სხვადასხვა სფეროებს მოიცავსიგი, ძირითადად მუშაობს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

"GIZ"-ი საქართველოს მხარდამჭერი 1992 წლიდან გახლავთ. საქართველოში ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროგრამები შემდეგ სფეროებს მოიცავს: მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა, ბიომრავალფეროვნება და ენერგეტიკა.  


უკვე წლებია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები საქართველოსთან, კერძოდ, დედოფლისწყაროში, მდგრადი დეგრადირებული ლანდფშატის აღდგენის მიზნით ახალ ნერგებს და ქარსაცავზოლებს აშენებს.

მოსავლის მატების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსაფარ ზოლებს, რომელთა აღდგენაც დედოფლისწყაროში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 და 2013 წლის შემოდგომაზე 60 კილომეტრი ქარსაფარი ზოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნერგები დამატებით კიდევ 40 კილომეტრზე დაირგვება და წლის ბოლომდე 100 კმ ქარსაფარი ზოლი გაშენდება. ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიის შემცირებას, სახნავ-სათესი მიწების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებებას და ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას.

ქარსაფარი ზოლების აღდგენას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში კომპანია "საქართველოს ნერგებმა" 2000მ. სიგრძის 3 რიგში დარგო 8 სახეობის 2070  ნერგი. თითოეული მცენარის ირგვლივ ჩაერჭო სამი ცალი ბამბუკის ჯოხი და ირგვლივ შემოეხვა მავთულხლართი, აგრეთვე ორმოც მცენარეს ფესვის ყელთან გაუკეთდა Tal-Ya - ს ფირმის დამცავი საშუალება, რომელიც ასრულებს წყლის შემკრების ფუნქციას, იცავს ნიადაგს გამოშრობისაგან და სარეველებისაგან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად "საქართველოს ნერგების" წარმომადგენლები, პერიოდულად ჩადიან დედოფლისწყაროში და ახორციელებენ მცენარეების მოვლას.

 

Friday the 4th. საქართველოს ნერგები